23:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:57:18, 309 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პრობლემა არ იქნება

„პროცესები ჯანსაღად მიმდინარეობს და გასაკვირი არაფერი ხდება. ადრეც ხდებოდა მინისტრების შეცვლა, ახლაც ხდება და ეს მომავალშიც მოხდება“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს ყველაფერი არის სწრაფვა უკეთესობისაკენ. წინა ხელისუფლების დროს სამ თვეში ერთხელ ხდებოდა მინისტრების ცვლილება, მაგრამ მაშინ არ იყო ის ვალდებულება, რომ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი დაემტკიცებინა. დღეს სრულიად განსხვავებული რეალობაა და ამის გამოა ატეხილი აჟიოტაჟი. ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ თანამდებობის დატოვებას, კალაძის შეფასებით ყიფიანმა ვრცელი განცხადება გააკეთა და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდ არსებობდეს.

გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რომელსაც გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ტელევიზიები ხელს უწყობენ.

კალაძე ასევე მასსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით მსგავსი ხმები სიმართლეს არ შეესაბამება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics