ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აფხაზეთში პრობლემები ნამდვილად არსებობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც განუხორციელებელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში და ღამის კლუბებში კანონდარღვევებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე, განმარტებები გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის როლია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში კანონდარღვევები ფიქსირდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის ფაქტს ეხმაურება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შედეგებს როგორც ახლოვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ.
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფორმატი ჯერ უცნობია.
„არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგუ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე არის საკმაოდ რთული ამოცანა, დაიცვას ფაქიზი ბალანსი, ერთის მხრივ ადამიანის უფლებებსა და მეორეს მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციები ჯერ არ დაუწყიათ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More