|
2017-01-10 16:51:34, 1791 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„პარლამენტის წინაშე რთული ამოცანაა, დაიცვას ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის“
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე არის საკმაოდ რთული ამოცანა, დაიცვას ფაქიზი ბალანსი, ერთის მხრივ ადამიანის უფლებებსა და მეორეს მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის. ამის შესახებ დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მრთავს. "არსებობს, გარკვეული სკეპტიციზმი, ბუნებრივია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს ასევე საფრთხის მომცველი, რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არის და წარმოადგენს გარკვეულ გამოწვევებს. ეს არის რთული ამოცანა და საქართველოს პარლამენტს თავის კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ. საქართველოს პარლამენტი დაყენებულია იმ რეალობის წინაშე, მან უნდა შეიმუშავოს ახალი მოდელი, რომელიც დააკმაყოფილებს ერთის მხრივ ჩვენს კონსტიტუციურ წყობას, ადამიანის უფლებებს, ასევე დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით , რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა ყველა ეს ბერკეტი წარსულში",-აღნიშნა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)