იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში პოზიტიურად გადაწყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საკითხის ლობირებამ, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას.