|
2016-09-06 15:54:36, 770 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: კარგია, რომ ქართველი ხელისუფლების უმოქმედობის გამო არ ისჯება
იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში პოზიტიურად გადაწყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საკითხის ლობირებამ, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას. „მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში პოზიტიურად გადაწყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საკითხის ლობირებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას გაუხსნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს პერსპექტივა ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გვქონოდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების მიერ არასწორად დაგეგმილი დიპლომატიური ძალისხმევისა და უმოქმედობის შედეგად, პროცესი, სამწუხაროდ, შეფერხდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას შეძლებს. კარგია, რომ ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობისა და წარუმატებლობის გამო. იმიტომ, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, სწორედ ჩვენს მოსახლეობას ჭირდება“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სამადაშვილი. შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)