16:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მეუფე პეტრე: პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო გადაწყვეტილება, რითაც სხდომები დახურულია

„პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული“,-ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს  თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა.

 

ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თურქეთში საქართველოში ელჩი: მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

გია ვოლსკი: თუ სახელი „თვითმმართველი“ არ ჰქვია, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქის ან ამომრჩევლის უფლებები იზღუდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს.

 

პრეზიდენტი: როდესაც 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ერთმევა, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაძლიერებას ქვეყანაში

„როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და  გაძლიერებას ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისკენ მოუწოდებდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისაკენ მოუწოდებს.

 

კახა კალაძე: მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო ხუთეულში შედის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს.

 

პოროშენკომ ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბათუმში, უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

 

მარგველაშვილი: საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ძალა, რომელიც სახელმწიფოს ამუშავებს, ბიზნესია

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დღეს ბათუმში უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმი გახსნეს.

 

ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს

„მნიშვნელოვანია,  საბაჟო პროცედურები და ინფორმაციის გაცვლა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს  მგზავრებისა და ტვირთის მომსახურებისას", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

 

შოთაძე: სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება უკრაინის კონსტიტუციაა

„ჩვენ ორჯერ გვაქვს ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში გაგზავნილი, რაზეც უარი არის მიღებული“,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის    მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

 

დავითაშვილი: გვინდა მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა საიმედო ხელში იყოს

„გვინდა, მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილებების  გამყარება“, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშრებით დასმულ კითხვას.

 

კობახიძე: ვერავინ დაასახელებს ნორმას საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლითაც მმართველი პარტია უპირატესობას იქმნის

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართული სუნელები საიმედო და სანდოა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქართული სუნელების საიმედოობასთან  დაკავშირებული საკითხი უწყების მიერ ბოლომდე შესწავლილია.

 

პეტრო პოროშენკო: ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის

„ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხურვალეთში განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გაეცნო.

 

მარგველაშვილი პოროშენკოს: ჩვენს სახელმწიფოებში ოკუპაციის ხაზები დაინგრევა

„არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ორივე ქვეყანაში დაინგრევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics