|
2017-07-19 13:30:46, 2394 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართული სუნელები საიმედო და სანდოა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი უწყების მიერ ბოლომდე შესწავლილია. როგორც დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა დასაშვებ ნორმებშია. „მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი, ბოლომდეა შესწავლილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა არის დასაშვებ ნორმებში, შესაბამისად ქართული პროდუქტი საიმედო და სანდოა. ამაზე სრული პასუხისმგებლობით გესაუბრებით. იყო ინფორმაცია მომატებული ტყვიის შემცველობის შესახებ. ის გამოქვეყნდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და ეს არ იყო არცერთი ფედერალური სააგენტოს ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მიმართ“,-განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, აშშ-ში არცერთ ფედერალურ უწყებას არცერთ ქართულ სასურსათო პროდუქტზე, მათ შორის იგივე სუნელებზე, შეზღუდვა არ დაუწესებია. „ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო უწყებები, სურსათის კონტროლის ძირითადი უწყებები, ის უწყებები, რომლებიც ჩვენთან ძალიან კარგ კომუნიკაციაში არიან არ კრძალავენ ქართულ პროდუქციას. შესაბამისად ერთეული ფაქტები, რომელიც დაფიქსირდა რა თქმა უნდა საჭიროებს დამატებით შესწავლას. იმისთვის, რომ დავადგინოთ თუ რა იყო პრობლემის მიზეზი. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ სწორედ ამ კონკრეტულ განყოფილებასთან, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. მათ შორის ჩვენი დიპლომატიური არხების მეშვეობით და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“,-დასძინა მინისტრმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)