18:42 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 17:32:56, 260 ნახვა

ევროპის ამბები
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს

ევროპარლამენტი აპირებს FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მოსმენებზე დაიბაროს მის საკამათო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების დაშვებას ეხება, რამაც საფეხბურთო სამყაროში მწვავე რეაქცია გამოიწვია და ევროპული საფეხბურთო ასოციაციებს აიძულა, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტით დაემუქრონ.

Euronews-ის ცნობით, ინფანტინოს მოეთხოვება პირდაპირ უპასუხოს კანონმდებლების კითხვებს, „გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით, რომელსაც თავად FIFA-მ საჯაროდ დაუჭირა მხარი“.

გეგმა ითვალისწინებს FIFA-ს შეჯიბრებების ორგანიზებისთვის ახალი კომპანიის შექმნას და აქციების 20%-მდე გაყიდვას გარე ინვესტორებისთვის, მათ შორის ჯოშუა კუშნერისთვის, რომლის ძმა ჯარედი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძეა.

FIFA ამტკიცებს, რომ ყველა ეროვნულ ასოციაციას უნდა შეეძლოს გეგმის განხილვა „ღია და დემოკრატიული“ კონსულტაციების გზით და ამჟამად ეწინააღმდეგება ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის (CONCACAF) მოწოდებებს პროექტის შეჩერების შესახებ.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეშფოთებულნი არიან FIFA-ს პროექტით. ისინი ინფანტინოს FIFA-ს არასწორ მართვაში ადანაშაულებენ.

ევროპარლამენტარები შეშფოთებულნი არიან ამ გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციების არარსებობით, ასევე იმ ფაქტით, რომ ის 2027 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოცხადდა. ინფანტინომ უკვე გამოაცხადა ხელახალი არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics