13:08 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 12:08:36, 235 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტა დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ რადუშნეზე თავდასხმის დროს, რომლის დროსაც ექვსსულიანი ოჯახი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, 30 ივლისს განაცხადა.

„რა თქმა უნდა, იქნება დამატებითი შეფასებები, ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკას ეხებოდა“, - დაწერა მან.

ზელენსკიმ მოუწოდა თავის მოკავშირეებს არა მხოლოდ რუსული დარტყმის დაგმობის, არამედ საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებისა და რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისკენ, რათა შეჩერებულიყო მისი თავდასხმები.

30 ივლისის ღამეს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. კრივოი როგის გარეუბანში, სოფელ რადუშნეში, ბალისტიკური რაკეტა დაეცა კერძო სახლს, სადაც მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი წლის გოგონა და 11 და 17 წლის ბიჭები.

ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთს სურს ჩრდილოეთ კორეიდან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღება“. უკრაინის ლიდერის თქმით, ფხენიანი ასევე ემზადება მოსკოვში ახალი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების გადასაცემად. მან ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას „საფრთხე უწოდა აზიაში ყველასთვის, ვინც ჩრდილოეთ კორეის რაკეტების მოქმედების რადიუსშია“. ზელენსკიმ ეს იმით ახსნა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას „ომის სწავლაში“ ეხმარება.

2024 წელს მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics