18:14 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 13:36:07, 991 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნების მეორე დღე „ნაცმოძრაობაში“ - მონაწილეობა 70%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

მეორე დღეა, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, 70%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

როგორც გიორგი მუმლაძის წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე მილოვარამ განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, ვინაიდან იყო ჰაკერული შეტევის მცდელობა.

"იყო ჰაკერული შეტევა სისტემაზე, მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ბოროტმოქმედებმა ვერ შეაღწიეს სისტემაში. ფაქტები რჩება ფაქტებად და აუცილებელია მოკლე დროში გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს ფაქტები შეიძლება გახდეს ის მტკიცებულებები, რომლებმაც გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე",- განაცხადა ალექსანდრე მილოვარამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics