18:13 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 18:25:44, 1405 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მეორე ტური არ იქნება, პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს

51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, მეორე ტური არ იქნება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი დასაკარგი დრო "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს და უკვე ისედაც ბევრი დრო დაკარგეს.

"ამ დროისთვის 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულ ამომრჩეველმა ხმა დააფიქსირა - 25 000-ზე მეტმა ადამიანმა. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მე მინდა დარჩენილ 49-48%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე:,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics