|
2023-01-25 00:00:08, 1173 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - თანამდებობებს ინაწილებს, როცა მესამე პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა
თანამდებობებს ინაწილებს, როცა მესამე პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას ბრიფინგს, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში თავისი გუნდი წარადგინა. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია იძახდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ სამკურნალოდ არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა, ახლა კი, როდესაც სააკაშვილს COVID 19 დაუდასტრდა, პარტიის მოქმედი თავჯდომარე ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს. მან დასძინა, რომ მასსა და მელიას შორი განსხვავება სწორედ ამ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. "ჩვენ შორის განსხვავება სწორედ მიდგომებს და დამოკიდებულებებს შორის არის. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს, ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილის. ეს არის ზუსტად ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)