|
2023-01-23 21:13:13, 939 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში შეცვლილია, სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან
2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში და სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არის გარკვეული მცდელობა, აღდგეს ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე და მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა. „რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში. 2012 წლამდე მართლმსაჯულების სისტემა თუ იყო მთლიანად პოლიტიკური სისტემის ქვეშ, სააკაშვილი-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, რომ ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)