19:41 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 18:49:24, 869 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად

ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-ს და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო.

"ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-სა და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად", - წერს გახარია.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში CNN-ის სიუჟეტი შეაფასა და თქვა, რომ არსებობს სერიოზული ძალა, რომელსაც მიზნად აქვს საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები, მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics