|
2022-04-08 00:05:38, 1507 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე - ეს იყო Fake და Fake-ს დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით
ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რეაქცია იყო ძალიან მარტივი - მოვითხოვეთ მტკიცებულებებისა და წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით ამას ჰქონდა მარტივი მიზეზი და ეს მიზეზი ისაა, რომ ეს განცხადება ჰაერიდან არის მოტანილი. „ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან კორდინაციისთვის და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება რაღაც მინი აფეთქება მოყოლოდა ამ განცხადებას საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში არაფერი ხდება. ჩვეულებრივად კონტროლირდება ყველა ტვირთი, რაც გადის და შემოდის ქვეყანაში. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი და ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით - ესენი არიან ოპოზიციონერები, რომლებიც იქ სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებაში არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)