18:59 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 16:48:52, 1319 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ჩემი ნათქვამი უკონტექსტოდ დააკავშირეს უკრაინაში ომის ფაქტებთან

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ "ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება" და განმარტავს თავისივე განცხადებას.

ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა, თუ რას აკეთებდნენ ენმ-ს წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ "ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ".

"ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაც. მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ნაც. მოძრაობის პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!

ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.

ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!", - წერს ოხანაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics