18:13 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 12:44:18, 680 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ - ბათუმში შუალედური არჩევნები არასამართლიან გარემოში მიმდინარეობს, ცესკო მოსახლეობას აგიტაციას „ოცნების“ სასარგებლოდ უწევს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, მირადატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში შუალედური არჩევნები  უთანასწორო, არათანაბარ პირობებში მიმდინარობს.

მისივე თქმით, ტექნიკური ხარვეზები შეინიშნება, მათს შორის უბნების დაგვიანებით გახსნის ფაქტები.

"შუალედური არჩევნები უთანასწორო, არათანაბარ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის გვაქვს სახეზე რამდენიმე ტექნიკური და არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დარღვევა. კერძოდ, რამდენიმე უბანი გაიხსნა დაგვიანებით. განსაკუთრებით დაგვიანებით გაიხსნა 23-ე უბანი (16 წუთი), ასევე, 76-ე უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, 89-ე უბანზე აპარატი სიას არ ბეჭდავს, 23-ე უბანზე სამიდან ორი აპარატი არ მუშაობს.

სამწუხაროა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს არჩევნების სამართლიან და სწორ ჩატარებას, ის დაკავებულია აგიტაციით "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამ ეტაპისთვისაც ყველა 14-ვე უბანთან შეინიშნება ადამიანების მობილიზება, მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერესია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში", - განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics