18:13 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 00:54:41, 685 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბიბილოვის განცხადებაზე- არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს

რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გაკეთდა ბიბილოვის მხრიდან, ეს განცხადება კეთება ყოველთვის, როდესაც არის ე.წ. არჩევნები რეგიონში. ამ შემთხვევაშიც ბიბილოვს აქვს არჩევნები და მან ჩათვალა, რომ კამპანიისთვის, ისევე, როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიბილოვს ამ განცხადების გაკეთება დასჭირდა საკუთარი კამპანიის მიზნებისთვის და ამ განცხადებას მისი ვარაუდით მსვლელობა არ მიეცემა.

,,ჩვენ, თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ ამ განცხადებას, ამით იმ წისქვილს დავასხამთ წყალს, რომელიც ეკუთვნის ბიბილოვს. 
მე იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. ბიბილოვმა თავის კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატარა და ა.შ. მაგრამ არ მგონია, რომ შემდგომი მსვლელობა ამ ყველაფერს მიეცეს.
არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას ვაღიარებთ, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს  ყველაფერი არის ეგრეთწოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,დღის თემა’’ .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics