18:13 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 10:52:59, 577 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ბაგებსა და ნუცუბიძის III პლატოზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებზე, რომლებიც დედაქალაქში უკვე განხორციელდა.

გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ბაგები - უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი  ხიდის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საავტომობილო მოძრაობას    მნიშვნელოვნად განტვირთავს.

"მოსახლეობას ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. გარდა ამისა, გავაცანი ის  პროექტები, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზეა დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით   საავტომობილო მოძრაობას  მნიშვნელოვნად განტვირთავს. გარდა ამისა, ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics