„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს რაც შეეხება, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ეს ამბავი ძალიან რბილად რომ ვთქვა, ღიმილს იწვევს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.