საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17:00 საათის მონაცემებით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
ძველ თბილისში ტრადიციული „ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა.
გაეროს განვითარების პროგრამამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს.
თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6.4-კილომეტრიან მონაკვეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნენ.
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის" გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა გახდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით მედიას ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომელიც „სუოლუნ კომპანის“ მიერ გახსნილი რიგით მეოთხე ობიექტია, სადაც ხდება ქართული ღვინის რეალიზაცია და პოპულარიზაცია.
პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
ხვალ, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More