19:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 11:39:21, 540 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია და არჩილ ხაბაძე ოჯახში დამზადებული ღვინის მე-9 ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობიდან აცნობეს, ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იმართება. 
უწყების ინფორმაციით, ოჯახში დამზადებული ღვინის მე-9  ფესტივალის დახურვის საზეიმო ნაწილი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას  წმინდა სინოდის წევრები, აჭარის მთავრობის და სამღვდელოების   წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება.  ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს, ფესტივალის ფარგლებში გამართულ  კონკურსზე, მთელი საქართველოდან 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. მონაწილეთა შორის იყო 4 უცხოელი მეღვინე -  2 მეღვინე ლაზეთიდან და 2 საინგილოდან. 
საკონკურსო ღვინის ნიმუშების დეგუსტაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 სპეციალურად შექმნილმა 10 კაციანმა სადეგუსტაციო კომისიამ 22 ნომინაციაში, მათ შორის  აღმოსავლური და დასავლური თეთრი და წითელი ღვინის კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოვალინეს.   

გამარჯვებული მეღვინეები ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა ფულადი პრიზებით  და  საჩუქრებით  დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონია საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics