სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფლის ფერმერებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობის, მეცხოველებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით ინფორმაცია მიაწოდეს.