07:50 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 14:52:48, 1620 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პჯდ ცენტრებისათვის 13 ავტომანქანას შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2017 წლის 30 მაისს სრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. აღნიშნული პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება.

 

უწყებამ 2014-2016 წწ - „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.

ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას.

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩართულობით იფარება ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასი.

2014 წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პჯდ ცენტრების ექიმებზე დანამატის სახით გასცემს 300-150 ლარს. 2018 წლიდან უწყება შრომის ანაზღურებას მედდებსაც გაუზრდის.

2016 წელს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალმა მომსახურება გაუწია 137 104 პაციენტს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics