ციხელაშვილი: ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ
„ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, რამდენადაც გარდა უსაფრთხოებისა, ქმნის სერიოზულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს“, - ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ მორიგი ხნულის გავლებას.