|
2017-07-24 10:01:31, 2342 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ისრაელს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ინფორმაციით, ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე - ქნესეთის ოპოზიციის ლიდერთან ისააკ ჰერცოგთან. პრემიერი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-თან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე - ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)