18:50 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 17:20:58, 258 ნახვა

პოლიტიკა
პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

რუსეთის ქალაქ კიროვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 28 წლის ალექსანდრა პუგაჩს - ვალენტინ პუგაჩის შვილს, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

საქმე რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებას ეხებოდა.

როგორც გამოცემა მედიაზონა წერს, განაჩენი 14 მაისს გამოიტანეს და ის უკვე შევიდა ძალაში. პატიმრობის გარდა, ალექსანდრა პუგაჩს 3.5 წლით ვებ-გვერდების ადმინისტრირება აეკრძალა.

ალექსანდრა პუგაჩი არის ვიათკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვალენტინ პუგაჩის ქალიშვილი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის კიროვის ოლქიდან ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ალექსანდრა პუგაჩი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა. მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი საქართველოში გამართულ ანტისაომარ მიტინგზე მისი გამოსვლა გახდა, სადაც ის უკრაინის დახმარებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შემოწირულობების გაკეთებისკენ მოუწოდებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
POG: 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics