2026-06-02 15:23:09, 254 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, არასერიოზულია მისი ახალ-ახალი განცხადებები
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ თავს ესხმის საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს და "აჭრილს" უწოდებს.
"ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზულია ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება მგონი არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს", - თქვა მან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,