14:33 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 13:33:51, 267 ნახვა

სამართალი
შსს: სენაკში, ქალი სანადირო თოფით მოკლეს - დამნაშავე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ნაცნობი ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაუშვეს
ეკონომიკური ზრდა, ურთიერთობა აშშ-EU-უკრაინასთან - რა წერია ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში
შსს: სენაკში, ქალი სანადირო თოფით მოკლეს - დამნაშავე დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics