12:39 - 01 Jun, 2026
|
2026-06-01 11:58:48, 220 ნახვა
სამართალი
ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, დედა დაკავებულია
ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დედამ მცირეწლოვანი შვილი მოკლა. თავდაპირველად ინფორმაცია Aktual.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, 31 მაისს ქალმა 7 წლის შვილს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა. არსებული ცნობით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალი დააკავეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)