11:00 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-01 10:24:18, 252 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ში ცენზურის ახალი სამსახური ფუნქციონირებას შეუდგა, ხალხის თვალთვალს 10 ადამიანი განახორციელებს

"ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი  სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა" - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ცენზურის ახალ სამსახურს 10 თანამშრომელი ჰყავს.

განცხადების თანახმად, სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

"სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული  იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს. 

სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. 

საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.

სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ  იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში" - აცხადებს შსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Starlink-ის რუსული ანალოგი შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდეს
Fox News: ხამენეი ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული კოალიციის შექმნას ცდილობს
„არის ერთი ნიუანსი“ - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
შსს-ში ცენზურის ახალი სამსახური ფუნქციონირებას შეუდგა, ხალხის თვალთვალს 10 ადამიანი განახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics