|
2021-07-09 10:23:04, 1306 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზეც
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 31% (2864152), ჩინეთი - 10% (2762922), ლიეტუვა - 38% (245940), ლატვია- 2% (809106), აშშ - 35% (502353), გერმანია - 4% (364459), ესტონეთი - 3% (348538) და დიდი ბრიტანეთი - 60% (283 830). 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს - 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო. მიმდინარე წლის ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 87% (149290), შვედეთი - 48% (61972), ყაზახეთი - 61% (1911844), ისრაელი - 63% (273860), აზერბაიჯანი - 41% (133391), თურქეთი 115% (30930), უკრაინა - 15% (5259909), რუსეთი - 8% (28027286), მონღოლეთი - 261% (232920) და ა.შ. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 322-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, ექსპორტირებულია 16 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 11%). ექსპორტირებულია 398 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 77% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1 მლნ აშშ დოლარს აღწევს - ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა. მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
POG: 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)