|
2021-07-08 23:37:04, 1084 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღდგენის ტემპი და ეს, რა თქმა უნდა, სწორი მენეჯმენტის შედეგია
„სამწუხაროა, რომ ისეთ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც გამოქვეყნებულია და ასახავს ავიაციის სექტორის აღდგენის ტენდენციებს, გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თავისით ხდება და სწორი მენეჯმენტის შედეგი არ არის. ვფიქრობ, ეს უსაფუძვლო შეფასებაა მაშინ, როცა, პირიქით, მიღწეული შედეგებით უნდა ვამაყობდეთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღდგენის ტემპი და ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ ხდება. „კოვიდპანდემიის დროს, ჩვენ ქვეყანაში, 2021 წლის ივლისში, 2019 წლის ნიშნულთან შედარებით, უკვე დავიბრუნეთ 79 პროცენტი იმ ავიაკომპანიების, რომლებიც ოპერირებდნენ, 75 პროცენტით აღვადგინეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებთანაც გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა, მიმართულებების კუთხით აღვადგინეთ 72 პროცენტი და სიხშირეების კუთხით - 74 პროცენტი. აქვე ვიტყოდი, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, რომელმაც არათუ ივნისის თვეში გაუთანაბრა 2019 წლის სიხშირეების რაოდენობას, არამედ ივლისში 20 პროცენტიანი ზრდა აქვს, 2019 წელთან შედარებით" - აღნიშნა ქვრივიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს აქვს კარგი ტემპი ტურიზმის და ავიაციის აღდგენის კუთხით. „ციფრები ავიაციაში უფრო ხელშესახებია და პირველ რიგში ამაზე ვიტყვი, რომ ეს არის სწორი მუშაობის, სწორი მოლაპარაკებების შედეგი, ვინაიდან დღეს ავიაკომპანიები უკიდურესად ფრთხილები არიან, როდესაც წყვეტენ, რომელ ქვეყანას დაუბრუნდნენ იმიტომ, რომ მაღალი რისკია და ავიაცია ძალიან დაზარალდა. მეორე მხრივ კი ტურიზმი, რომელიც დამოკიდებულია ორ მიმართულებაზე - ეს არის საჰაერო გზით შემოსული ტურისტები, რაც გვეხმარება დივერსიფიკაციაში და მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაში, ხოლო მეორე - ეს არის სახმელეთო საზღვრები, რომლებიც 1-ლი ივნისიდან გაიხსნა ჩვენი მხრიდან, თუმცა, ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანაში, მათ ქვეყნებში არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ ხდება იქიდან ტურისტების გამოდინება. შესაბამისად, ტურიზმი სრულფასოვნად, ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა აქტიურად უკვე უბრუნდება მეტ-ნაკლებად ნორმალურ ტენდენციას საავიაციო გაძლიერების ფონზე" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. აქედან გამომდინარე, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, უნდა ვიყოთ გულწრფელები, რომ ყველაფერი ის, რაც არ ემსახურება ქვეყნის სწორ პოზიციონირებას, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას, არის გამოწვევა და ყველამ ერთად, კერძო სექტორმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დამსახურებული ქვეყნის იმიჯი, რაც არის სტუმართ-მასპინძლობა, იყოს შენარჩუნებული.
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
POG: 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)