|
2021-06-23 16:44:21, 1095 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას ვეხმარებით
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომელიც მეშვიდედ გამოცხადდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც ვეხმარებით საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართული სტარტაპები უკვე ძალიან კონკურენტუნარიანები არიან გლობალურად და გვაქვს წარმატებული მაგალითები, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა სახელმწიფოს დაფინანსების შემდეგ მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონ ველზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან. „ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში გლობალურად ჩვენ უკვე ვართ მაღალ დონეზე და ძალიან მაღალკონკურენტუნარიანები. მინდა ვუსურვო წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენს კონკურსებში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მიზანსწრაფულობისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარებისა და საკუთარი ნიჭიერების შედეგად ქართული სტარტაპები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე მოუწოდა ქართველ ინვესტორებს, ვინც უკვე დაიწყო ინვესტირება ახალ იდეებში, სტარტაპებში უფრო მეტი ინვესტიცია გაიღონ ჩვენი მომავლის სასარგებლოდ. „ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ისეთი ღირებული იდეები, რომელიც მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოწმობს თუნდაც ბოლო შემთხვევები, როცა ჩვენი სტარტაპები პოულობენ ათობით მილიონის ინვესტიციას საზღვარგარეთ. მინდა, რომ მეტმა ქართველმა ინვესტორმა დააბანდოს თანხები საქართველოს მომავალში, ახალ იდეებში, ახალ სტარტაპებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
POG: 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა
ეკა კუპატაძე - ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი
კობახიძე: აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, არასერიოზულია მისი ახალ-ახალი განცხადებები
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)