|
2021-06-16 23:05:48, 677 ნახვა
ეკონომიკა
გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან „თიბისის“ რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება
გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით ყოველწლიური ლიდერთა სამიტი იმართება. წლევანდელი სამიტი ონლაინ რეჟიმში ტარდება და ის COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კლიმატის ცვლილებას, მსოფლიოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასა და კორუფციის თემებს ეძღვნება. 70-მდე ქვეყნის ბიზნესის, მთავრობების, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები სამიტზე იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სხვადასხვა სექტორის მხრიდან მსოფლიოს მასშტაბით პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების დასაძლევად, ასევე მდგრადი მიდგომების წასახალისებლად, ღირსეული სამუშაო და საარსებო მინიმუმის უზრუნველსაყოფად, ქალთა ლიდერულ პოზიციებზე დასაწინაურებლად და ინოვაციური ინსტრუმენტების წარმოსაჩენად. წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ გაუზიარებს ინფორმაციას. „მოხარული ვარ, რომ ლიდერთა სამიტზე წელს საქართველოდან თიბისი მონაწილეობს. 2020, პანდემიის გამო, გამოწვევებით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის აუცილებლობას. სამიტის წევრებს სწორედ ამ მიმართულებით თიბისის მიერ განხორციელებული ინიციატივების, გადადგმული ნაბიჯების და ხედვის შესახებ გავუზიარებ ინფორმაციას", - ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი. სამიტი 2 დღის განმავლობაში ვირტუალურ სივრცეში გაიმართება და მასში 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან.
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
POG: 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა
ეკა კუპატაძე - ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი
კობახიძე: აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, არასერიოზულია მისი ახალ-ახალი განცხადებები
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)