|
2021-06-15 14:54:08, 1297 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. როგორც „ექსპრესნიუსს" „საქართველოს ბანკიდან" აცნობეს , სხვადასხვა სერვისპროვაიდერთან თანამშრომლობით, ბანკმა პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ამჯერად სპეციალური, მათზე მორგებული შეთავაზებები მოუმზადა. მათივე განმარტებით, ფინტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ამიერიდან სპეციალური პირობებით შეძლებენ მათ ბიზნეს საჭიროებებზე გათვლილი სერვისებით სარგებლობას ისეთი პროვაიდერებისგან, როგორიცაა: იურიდიული თუ ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერები, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები, გაყიდვების მენეჯმენტი, IT და მარკეტინგული სერვისების მომწოდებელი კომპანიები და სხვა. გარდა ამისა, შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების გამოყენებისას შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ. შეთავაზებების სრული სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ul9fgs „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს სამომავლო განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს მიმართულება ფინტექ სფეროა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს. ღია ბანკინგის დამკვიდრებასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება ფინტექ ინდუსტრიის საჭიროება. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკის პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ გამართულად ოპერირებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისზე წვდომას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს უფრო სწრაფ ზრდასა და განვითარებას. ასევე, სფეროში მოღვაწე ადამიანების ცოდნის ამაღლებას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)