|
2021-06-14 14:01:42, 1258 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ექსპორტი 44.9%-ით გაიზარდა და მაისში თითქმის 350 მლნ დოლარს მიაღწია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ექსპორტი 44.9%-ით გაიზარდა და მაისში თითქმის 350 მლნ დოლარს მიაღწია. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 24,4%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, მკვეთრად გაუმჯობესდა, კერძოდ, ექსპორტში გვაქვს 44.9%-იანი ზრდა, ექსპორტმა მიაღწია მაისში თითქმის 340 მილიონ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ხუთ თვეში, ექსპორტი გაიზარდა 24,4%-ით, ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი და ამიტომ, ჩვენი პროგრესი ეკონომიკაში ბოლო დროინდელი რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით იყო ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი. აქედან გამომდინარე, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 მაისის დონეზე გვაქვს, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი 45%-იანი ზრდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)