|
2021-06-11 00:04:11, 881 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute), აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმის (Free Network) და შვედეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიიღო. ნათია თურნავას განცხადებით, ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით. ნათია თურნავას თქმით, საქართველოს პოლიტიკაში, განათლებასა და სხვა სფეროებში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესში. მისი თქმით, განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოში 15 წლიდან 64 წლამდე ასაკის ქალთა ეკონომიკური აქტივობა 40,4 პროცენტს შეადგენს მაშინ, როდესაც კაცებში ეს მაჩვენებელი 62 პროცენტია. „ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის გამოყენების ზრდის მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობისა და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლის მატების კუთხით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)