|
2020-05-19 18:36:59, 1560 ნახვა
ეკონომიკა
ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული წვენი „კამპა“ ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა. სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ბიზნესკავშირები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები Gulfood 2020 შედგა, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქ. დუბაიში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიამ 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა და ასევე, დაგეგმილია ივნისის დასაწყისში დამატებითი 3 კონტეინერის ექსპორტზე გატანა. ამ ეტაპზე, ქართული კომპანია მოლაპარაკებებს კატართან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)