|
2020-05-18 16:10:51, 1522 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ
„დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენ აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა ონლაინ შეხვედრაზე ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან, იაროსლავ ნარკევიჩთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი. „ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა" უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)