|
2020-04-24 11:59:16, 1968 ნახვა
ეკონომიკა
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა
საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ დაემატა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 20 დასახელება: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი და ბოლნისი. კიდევ ერთი ადგილწარმშობის დარეგისტრირება ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ ზემოთ აღნიშნული რეგისტრაციის მოთხოვნით ააიპ „სალხინოს ოჯალეშმა“ მიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მონაწილეობდა „სალხინოს ოჯალეშის“ წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში. „სალხინოს ოჯალეში“ წითელი მშრალი ღვინოა, მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. იგი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ სალხინოს მიკროზონაში მოწეული ოჯალეშის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. სალხინოს მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგის მრავალფეროვნება, ოჯალეშის ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ მიკროზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს „სალხინოს ოჯალეშის" განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Starlink-ის რუსული ანალოგი შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდეს
Fox News: ხამენეი ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული კოალიციის შექმნას ცდილობს
„არის ერთი ნიუანსი“ - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
შსს-ში ცენზურის ახალი სამსახური ფუნქციონირებას შეუდგა, ხალხის თვალთვალს 10 ადამიანი განახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)