11:17 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 12:01:12, 2341 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 778.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 69.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 539.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (97.1 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (83.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (82.6 მლნ. აშშ დოლარი).

„2020 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 159.0 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 58.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 44.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Starlink-ის რუსული ანალოგი შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდეს
Fox News: ხამენეი ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული კოალიციის შექმნას ცდილობს
„არის ერთი ნიუანსი“ - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
შსს-ში ცენზურის ახალი სამსახური ფუნქციონირებას შეუდგა, ხალხის თვალთვალს 10 ადამიანი განახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics