13:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 14:45:12, 1601 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ ტრენინგში - "ოჯახში ძალადობის გამოძიება".

5-დღიანი სწავლების ფარგლებში, ამერიკელმა ტრენერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, აღნიშნული დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიზნით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული, საგზაო უსაფრთხოება, და სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics