12:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 11:43:40, 277 ნახვა

პოლიტიკა
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო არსებითი განხილვა – საქართველოს მთავრობას გაეგზავნა კითხვები ორგანიზაციის, მისი დირექტორის, ექვსი ადვოკატისა და სამი ბენეფიციარის საჩივართან დაკავშირებით.

ორგანიზაციის ცნობით, საჩივარი უკავშირდება 2025 წლის ზაფხულში ორგანიზაციის მიმართ განხორციელებულ მონიტორინგის პროცესს „გრანტების შესახებ“ კანონისა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) საფუძველზე.

„საჩივარში განმცხადებლები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე, მათ შორის, კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლის (გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება), მე-13 მუხლის (ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება), მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის ფარგლების მიზნობრივი გამოყენება) დარღვევაზე“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლოს კითხვები მთავრობასთან შემდეგია:

  • აქვს თუ არა ორგანიზაციის „უცხო პრინციპალის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულებას სტიგმის ეფექტი და შესაძლოა თუ არა ამას ორგანიზაციის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს;
  •  საკმარისად განსაზღვრავს თუ არა კანონი „აგენტობის ურთიერთობას“ უცხოურ პრინციპალებსა და მათ ადგილობრივ აგენტებს შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად ფართო ან არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია;
  •  შესაბამისობაშია თუ არა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით უცხოური გრანტის მიღებისთვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა მე-10 მუხლისა და მე-11 მუხლის მოთხოვნებთან?
  •  პროპორციულია თუ არა ქართული FARA-სა და გრანტების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკისრებული სანქციები გადაცდომის სიმძიმესთან?

„სასამართლომ საჩივარს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ ამ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

ევროპულმა სასამართლომ ჩვენი საჩივარი სხვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მსგავს სარჩელებთან გააერთიანა და მათ ერთობლივად განიხილავს“, – წერს ორგანიაცია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics