|
2026-06-30 12:21:53, 1702 ნახვა
მსოფლიო
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
მონაკოს ცენტრში, საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი აფეთქების შედეგად, ცნობილი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას France 24-ი გამოძიების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი ორშაბათს, საღამოს 9 საათზე, „Sun’s Palace“-ის სახელით ცნობილი მრავალბინიანი კორპუსის ფოიეში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, სადარბაზოს შესასვლელში დატოვებული ზურგჩანთა აფეთქდა, რომელშიც ჭანჭიკებითა და ლითონის საფანტით გაძლიერებული ბომბი იყო მოთავსებული. თავდასხმის სამიზნე, ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი მეუღლე/პარტნიორი ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათთან ერთად მყოფი 13 წლის მოზარდი შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ნიცის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს მამაკაცი, რომელმაც ჩანთა შენობის ჰოლში დატოვა და აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ტერიტორია დატოვა. დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაშია. მონაკოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებები დამნაშავის დასაკავებლად ერთობლივ საგამოძიებო ოპერაციას ატარებენ. მომხდარის გამო სამთავროში საგანგებო სიტუაციების უმაღლესი პროტოკოლი - ე.წ. „წითელი გეგმა“ ამოქმედდა. მონაკოს სახელმწიფო მინისტრმა, კრისტოფ მირმანმა განაცხადა, რომ ყველაფერი მიუთითებს წინასწარ დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმაზე, რაც რეგიონისთვის სრულიად უცხო მოვლენაა. ამ ეტაპზე პროკურატურა თავდასხმის კონკრეტულ მოტივებზე ოფიციალურად არ საუბრობს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)