|
2019-01-04 18:21:17, 841 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა - არიან დაშავებულები
ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, დაზიანდა ორი ავტომობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. "ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა. დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)