14:27 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-21 13:40:32, 250 ნახვა

პოლიტიკა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის

საწვავის მწვავე კრიზისის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან AI-92 მარკის ბენზინის მსხვილი პარტია — 960 ტონა საწვავი შევიდა. ტვირთი კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელიც ადგილობრივად „პოდოროჟნიკის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს.

კომპანიის ცნობით, საწვავი რუსულ „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებშია შეძენილი. აღნიშნული მოცულობიდან 303 ტონა რეალიზაციისთვის სამ სხვა კომპანიას — „აზიდს“, „ალხანსა“ და „სალამანდრას“ გადაეცემა, ხოლო კვირის ბოლომდე მათთვის დამატებით 380 ტონა დიზელის მიწოდებაც იგეგმება.

კომპანია „აზიდის“ განცხადებით, რუსეთიდან მიღებული მოცულობა აგვისტოსთვის წინასწარ შეკვეთილი საწვავის მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ამის გამო, AI-92 მარკის ბენზინი მათ ყველა სადგურზეა ხელმისაწვდომი, ხოლო AI-95 — მხოლოდ ნაწილზე. შეიქმნილი დეფიციტის შესამცირებლად კომპანია საწვავის შესყიდვას „ალტერნატიული წყაროებიდან“ — საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აგრძელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიწოდებული საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა ეს აუცილებელი ნაბიჯია ქსელის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

ენგურის ხიდის გავლით საწვავის მიწოდებას კომპანია „სოლიდუსი“ ახორციელებს, რომელმაც 18 აგვისტოს მონაცემებით ოკუპირებულ რეგიონში 680 ტონა საწვავი შეიტანა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროცესი გაგრძელდება და დამატებითი ტრანსპორტირება ჰუმანიტარულ პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. სახელმწიფო კომპანია „აფხაზტოპმაც“ მიიღო ბენზინის ახალი პარტია, თუმცა გალის რაიონში საწვავის ფასი სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალია და ლიტრზე 130-140 რუბლს აღწევს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics