|
2026-08-21 13:41:35, 240 ნახვა
საზოგადოება
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
დასავლეთ ალასკაში, დისტანციური რადარის სადგურთან ახლოს, ჩარტერულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ფედერალური ავიაციისა და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, Cessna 441-ის ტიპის თვითმფრინავი ანკორიჯიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 450 მილის დაშორებით მდებარე კეიპ ნიუენჰემისკენ მიემართებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა. Associated Press-ის ცნობით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ალასკის რეგიონის ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა დაადასტურა, რომ ჩარტერული რეისით ორი პილოტი და ექვსი მგზავრი გადაადგილდებოდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დეტალურ გამოძიებას აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო ჩაატარებენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)