|
2017-07-18 14:42:33, 2697 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალის გახსნის მისასალმებელ სიტყვაში საანგარიშო პერიოდში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით გასული წელი საერთაშორისო არენაზე დატვირთული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით. მან მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს გაწეული საქმიანობისთვის, რამაც განაპირობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებით გამოიხატა. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ეს დიდი მიღწევა ხელს უწყობს იმ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებას, რომელიც საბოლოოდ გულისხმობს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას", - აღნიშნა ჯანელიძემ და დასძინა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მთავრობას ამბიციური დღის წესრიგი აქვს. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიურ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსის მხრიდან აქვს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი ნდობა და მხარდაჭერა და ეს გამოხატულია იმ მაღალი დონის შეხვედრებში, ვიზიტებში, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია. ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა, რომლის მიზანია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, რუსეთის აგრესიისადმი გამკლავება, ოკუპაციის დასრულება და მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თმით ქართული დიპლომატიის აქტიური ძალისხმევით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო საერთაშორისო წნეხის ქვეშ იმყოფება. „რუსეთის მიერ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებს მკაცრი შეფასება ეძლევა გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუმცა რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობიანი და დიპლომატიური ნაბიჯებით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა „ამბასადორიალი 2017 - შედეგებზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" ოფიციალურად გახსნა, რომელიც 21 ივლისს დასრულება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)