|
2017-07-18 12:43:20, 2685 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი პოროშენკოს: თქვენ ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ, რაც ქართველებმა 90-იანებში, 2008-ში ვნახეთ
„ბატონო პეტრო თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს სტუმრობს ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და თავისუფალი არჩევანისთვის. „ჩვენ ამ წუთას ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, დოკუმენტს, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენს ხალხებს შორის იმ რეალურ განწყობას, რომლის სამსახურში ვდგავართ მე და უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენ ვართ ერები, რომელმაც საუკუნეები განმავლობაში ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არიან ამ არჩევანისთვის იბრძოლონ. დღეს თბილისის სტუმრობს ისტორიული ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და თავისუფალი არჩევანისთვის. ბრძოლას, რომელიც ჩვენს გავიარეთ და რომელშიც ქართველებმა ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მაღალი ღირებულება ჩენი თავისუფლებაა და არჩევანის თავისუფლება. უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დიდი ხანია არ განხორციელებულა და მადლობას ვუხდი ბატონ პეტროს იმისთვის, რომ მან მიიღო ჩვენი მოწვევა და ამ ვიზიტით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას. ბატონო პეტრო თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, რაც ქართველებმა ვნახეთ 2008-ში. ეს არის ჩვენი მეზობლის რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, მოაქვს ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს და არ აახლოებს მას, მაგრამ ამავე დროს თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, საქართველოში რომლის რა თქმა უნდა ორი რეგიონი არის ოკუპირებული, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და საერთაშორისო პროექტების და თანამშრომლობის გაძლიერებაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)